დებულება სპორტული ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის პროექტული შესყიდვებისა და განაწილების შესახებ
September 09, 2026
პრეზენტაცია და სტრატეგიული მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://geoarchery.ge/docs/regulations/რეგულაციები/Archery_Federation_Procurement_Regulations_Presentation.pdf
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე დებულება ადგენს საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის (შემდგომში — „ფედერაცია“) მიერ სპორტული ინვენტარის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სპეციალური ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვის, განაწილებისა და ჩამოწერის ერთიან წესს.
1.2. 2027 წლიდან ფედერაციაში უქმდება ინდივიდუალური, ფრაგმენტული მოთხოვნების საფუძველზე ინვენტარის შესყიდვის პრაქტიკა. ნებისმიერი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის შესყიდვა და განაწილება განხორციელდება ექსკლუზიურად პროექტული მიდგომის პრინციპით, ფედერაციის განვითარების 7-წლიანი სტრატეგიული გეგმისა (12 სტრატეგიული მიზანი) და შესაბამისი წლიური საბიუჯეტო პროექტების ფარგლებში.
1.3. სახელმწიფო ტენდერებსა და შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვა:
ფედერაცია არ იღებს მონაწილეობას სახელმწიფო თუ კერძო ტენდერებსა და შესყიდვების პროცესებში რაიონული, ადგილობრივი თუ კერძო კლუბების ან მესამე პირთა ინტერესებიდან გამომდინარე. ფედერაციის მიერ განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა ემსახურება მხოლოდ ფედერაციის წესდებითა და 7-წლიანი სტრატეგიით განსაზღვრულ ეროვნულ ამოცანებსა და დამტკიცებულ საპროექტო მიზნებს.
მუხლი 2. შესყიდვების განხორციელება სტრატეგიული მიზნებისა და პროექტების მიხედვით
2.1. საშეჯიბრო-ორგანიზაციული ინფრასტრუქტურის პროექტი (საერთაშორისო სტანდარტები)
ტურნირებისა და ჩემპიონატების მაღალტექნოლოგიურ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად (2027-2028 წლებში) განხორციელდება შემდეგი სპეციალური ტექნიკისა და ინვენტარის შესყიდვა:
-
ელექტრონული საინფორმაციო ტაბლოები და LED მონიტორები (WA/Ianseo თავსებადი);
-
ქულების ელექტრონული აღრიცხვისა და ტრანსლაციის სისტემები (Target Scoring & Timing Systems);
-
ქრონომეტრაჟისა და ხმოვანი სიგნალიზაციის სერტიფიცირებული აპარატურა;
-
საერთაშორისო სტანდარტის სამიზნე ფარები (Target Butts), სადგამები და დამცავი ბადეები.
2.2. კლუბური და მასობრივი სპორტის მხარდაჭერის პროექტი
მასობრივი მშვილდოსნობის განვითარებისა და კლუბების მატერიალური სტიმულირებისათვის, შესყიდვები ხორციელდება კლუბების აკრედიტაციისა და რანგირების (A, B, C კატეგორიები) სტრატეგიული პროექტის შესაბამისად:
-
A კატეგორიის კლუბები: მაღალი დონის საბაზო ინვენტარი, სპეციალიზებული მშვილდები და სამიზნე ინფრასტრუქტურა;
-
B კატეგორიის კლუბები: საშუალო დონის/სასწავლო-საწვრთნელი ინვენტარი (Standard/Intermediate-level bows & arrows);
-
C კატეგორიის კლუბები: საბაზო/მასობრივი დონის დაბალბიუჯეტიანი ინვენტარი (Beginner Archery Sets).
2.3. მაღალი მიღწევების სპორტისა და ნაკრები გუნდების პროექტი
ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების წევრებისა და კანდიდატებისათვის ინვენტარის შესყიდვა ხორციელდება მთავარი მწვრთნელის დასაბუთებული/მოტივირებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მაღალი მიღწევების სპორტის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში:
-
პროფესიონალური Olympic Recurve და Compound მშვილდები;
-
ინდივიდუალურად კალიბრირებული ისრები, ოპტიკა და სპეციალური აქსესუარები.
2.4. ახალგაზრდა ტალანტების მეცნიერული შერჩევისა და ზრდა-განვითარების პროექტი
პროექტში ჩართული პერსპექტიული სპორტსმენებისათვის ინვენტარისა და აღჭურვილობის გამოყოფა ხდება ინდივიდუალური მონიტორინგისა და სამეცნიერო-სპორტული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, პროექტის მენეჯერისა და მთავარი მწვრთნელის ერთობლივი რეკომენდაციით.
2.5. საწვრთნელი პროცესის მონიტორინგისა და ანალიზის პროექტი
საწვრთნელი მეთოდოლოგიის თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის მიზნით, მთავარი მწვრთნელის მოთხოვნის საფუძველზე ხდება შემდეგი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვა:
-
მაღალსიჩქარიანი ვიდეო-ანალიტიკური კამერები და ბიომექანიკური პროგრამული უზრუნველყოფა (Dartfish/Kinovea);
-
ისრის სიჩქარისა და ტრაექტორიის გასაზომი ლაზერული/რადარული მოწყობილობები;
-
დაჭიმულობისა და სტაბილიზაციის ციფრული დინამომეტრები.
2.6. ინსტიტუციური, სამართლებრივი და ფინანსური რისკების მართვისა და ინსტიტუციური უსაფრთხოების პროექტი
ფედერაციის ფინანსური მდგრადობის, სამართლებრივი უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და რეპუტაციული ინტერესების დასაცავად, უზრუნველყოფილია ფედერაციის საქმიანობის სრული დისტანცირება მესამე პირთა (მათ შორის, რეგიონული/ადგილობრივი კლუბების) კომერციულ-სამეურნეო და ტენდერებში მონაწილეობის პროცესებისგან.
მუხლი 3. შესყიდვების დაგეგმვისა და დამტკიცების პროცედურა
3.1. ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში, კონკრეტულ პროექტზე პასუხისმგებელი პირები (პროექტის მენეჯერები / მთავარი მწვრთნელი) წარმოადგენენ ინვენტარისა და ტექნიკის შესყიდვის განაცხადს შესაბამისი წერილობითი დასაბუთებითა და ბიუჯეტით.
3.2. წარმოდგენილი განაცხადი მოწმდება ფედერაციის სტრატეგიულ მიზნებთან თავსებადობაზე და განსაზღვრულ საბიუჯეტო ლიმიტებში ამტკიცებს ფედერაციის პრეზიდენტი/გამგეობა.
3.3. კერძო ან ინდივიდუალური განაცხადები, აგრეთვე მესამე მხარის (მათ შორის, კლუბების) სახელით ტენდერებსა და შესყიდვებში მონაწილეობის მოთხოვნები, რომლებიც არ ექცევა არცერთ დამტკიცებულ სტრატეგიულ პროექტში, განხილვასა და დაფინანსებას არ ექვემდებარება.
დ ა ნ ა რ თ ე ბ ი
დანართი 1: საპროექტო განაცხადი №1
-
პროექტის დასახელება: საშეჯიბრო-
ორგანიზაციული ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფა -
შესაბამისობა სტრატეგიასთან: 7-წლიანი სტრატეგიული გეგმის საშეჯიბრო სისტემის სრულყოფის მიზანი
-
პასუხისმგებელი პირი: საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე / პროექტის მენეჯერი
-
პროექტის მიზანი: საქართველოში ჩასატარებელი ეროვნული და საერთაშორისო ტურნირების მაღალტექნოლოგიურ, მსოფლიო მშვილდოსნობის (World Archery) სტანდარტებთან შესაბამის დონეზე ორგანიზება და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა.
-
მოთხოვნილი ტექნიკა და ინვენტარი:
-
ელექტრონული საინფორმაციო ტაბლოები და LED მონიტორები: WA / Ianseo პროგრამულ უზრუნველყოფასთან სრული ინტეგრაციით;
-
ქულების ელექტრონული აღრიცხვისა და ტრანსლაციის სისტემები (Target Scoring & Timing Systems): ტაბლეტები სპორტსმენთა/მსაჯთა ქულების მყისიერი შეყვანისა და ონლაინ ტრანსლაციისთვის;
-
ქრონომეტრაჟისა და ხმოვანი სიგნალიზაციის სერტიფიცირებული აპარატურა: დროის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა;
-
საშეჯიბრო სამიზნე ინფრასტრუქტურა: საერთაშორისო სტანდარტის სამიზნე ფარები (Target Butts), ლითონის სადგამები და უსაფრთხოების დამცავი ბადეები.
-
-
დასაბუთება: თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა და ეროვნული ჩემპიონატების მაღალ დონეზე ჩატარება, რაც აუცილებელია სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზობებისათვის ადაპტაციისა და შეჯიბრებების გამჭვირვალობისთვის.
დანართი 2: საპროექტო განაცხადი №2
-
პროექტის დასახელება: კლუბური სპორტის მხარდაჭერა და მასობრივი მშვილდოსნობის განვითარება
-
შესაბამისობა სტრატეგიასთან: 7-წლიანი სტრატეგიული გეგმის კლუბური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანი
-
პასუხისმგებელი პირი: კლუბების განვითარებისა და მასობრივი სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირი / პროექტის მენეჯერი
-
პროექტის მიზანი: რეგიონული და ადგილობრივი კლუბების მატერიალურ-ტექნიკური გაძლიერება მათი აკრედიტაციისა და რანგირების შესაბამისად.
-
ინვენტარის მოთხოვნა კატეგორიების მიხედვით:
-
A კატეგორიის კლუბები (მაღალი აქტივობა და შედეგები): მაღალი დონის საბაზო საწვრთნელი ინვენტარი, სპეციალიზებული სასწავლო მშვილდები და პროფესიონალური სამიზნე ფარები;
-
B კატეგორიის კლუბები (საშუალო აქტივობა): საშუალო დონის/სასწავლო-საწვრთნელი მშვილდ-ისრები (Standard/Intermediate Level Bows & Arrows) და საწვრთნელი ფარები;
-
C კატეგორიის კლუბები (ახლადშექმნილი/დამწყები კლუბები): საბაზო/მასობრივი დონის დაბალბიუჯეტიანი ინვენტარი (Beginner Archery Sets), დამცავი აღჭურვილობა და საწყისი დონის ისრები.
-
-
დასაბუთება: კლუბების რანგირებული დახმარება უზრუნველყოფს რესურსების სამართლიან განაწილებას, ახალი კლუბების სტიმულირებას და მასობრივი მშვილდოსნობის გეოგრაფიის გაფართოებას.
დანართი 3: საპროექტო განაცხადი №3
-
პროექტის დასახელება: მაღალი მიღწევების სპორტი და ეროვნული ნაკრები გუნდების მომზადება
-
შესაბამისობა სტრატეგიასთან: 7-წლიანი სტრატეგიული გეგმის მაღალი მიღწევების სპორტის მიზანი
-
პასუხისმგებელი პირი: ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
-
პროექტის მიზანი: საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების წევრებისა და კანდიდატების უზრუნველყოფა უმაღლესი კლასის ინდივიდუალური სპორტული ინვენტარით.
-
მოთხოვნილი ინვენტარი:
-
პროფესიონალური მშვილდები: Olympic Recurve და Compound სისტემის უმაღლესი კლასის სახელურები (Risers), მხრები (Limbs) და დამხმარე სისტემები;
-
ინდივიდუალური ისრები და ოპტიკა: სპორტსმენის ფიზიკურ მონაცემებზე კალიბრირებული მაღალი სიზუსტის კარბონის ისრები, სამიზნე ოპტიკური სისტემები, სტაბილიზატორები და პერსონალური აქსესუარები.
-
-
დასაბუთება: მთავარი მწვრთნელის მოტივირებული წერილის/მოთხოვნის საფუძველზე, ინდივიდუალური ინვენტარის შერჩევა პირდაპირ აისახება საერთაშორისო ასპარეზობებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებსა თუ ოლიმპიურ თამაშებზე მაღალი შედეგების მიღწევაზე.
დანართი 4: საპროექტო განაცხადი №4
-
პროექტის დასახელება: ახალგაზრდა ტალანტების მეცნიერული შერჩევა და ზრდა-განვითარება
-
შესაბამისობა სტრატეგიასთან: 7-წლიანი სტრატეგიული გეგმის ახალგაზრდული რეზერვისა და სელექციის მიზანი
-
პასუხისმგებელი პირი: პროექტის მენეჯერი / მთავარი მწვრთნელი
-
პროექტის მიზანი: პერსპექტიული ახალგაზრდა მშვილდოსნების გამოვლენა, მათზე მეცნიერულად დასაბუთებული დაკვირვება და ეტაპობრივი მატერიალური უზრუნველყოფა.
-
მოთხოვნილი ინვენტარი:
-
სპეციალიზებული/ანატომიურად მორგებადი ინვენტარი: მოზარდთა ბიომექანიკურ და ფიზიკურ განვითარებაზე ადაპტირებული ცვლადი პარამეტრების მშვილდები და კომპონენტები.
-
-
დასაბუთება: სამეცნიერო-
სპორტული კვლევისა და მონიტორინგის საფუძველზე შერჩეული ტალანტების უზრუნველყოფა შესაფერისი ინვენტარით გამორიცხავს არასწორი აღჭურვილობით გამოწვეულ ტრავმებს და ხელს უწყობს ოსტატობის სწრაფ ზრდას.
დანართი 5: საპროექტო განაცხადი №5
-
პროექტის დასახელება: საწვრთნელი პროცესის ტექნოლოგიური მონიტორინგი და ბიომექანიკური ანალიზი
-
შესაბამისობა სტრატეგიასთან: 7-წლიანი სტრატეგიული გეგმის თანამედროვე სამეცნიერო-საწვრთნელი მეთოდოლოგიის დანერგვის მიზანი
-
პასუხისმგებელი პირი: ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი / სამეცნიერო ჯგუფი
-
პროექტის მიზანი: მშვილდოსანთა ტექნიკის, ბიომექანიკისა და ისრის ფრენის დინამიკის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა და ანალიზი საწვრთნელ პროცესში.
-
მოთხოვნილი ტექნიკა:
-
ვიდეო-ანალიტიკური აპარატურა: მაღალსიჩქარიანი (High-speed) კამერები და ბიომექანიკური პროგრამული უზრუნველყოფა (მაგ. Dartfish / Kinovea);
-
გაზომვის სპეციალური სისტემები: ისრის სიჩქარისა და ტრაექტორიის გასაზომი ლაზერული/რადარული მოწყობილობები;
-
ციფრული დინამომეტრები: მშვილდის დაჭიმულობის, სტაბილიზაციისა და სპორტსმენის კუნთოვანი ძალის ბალანსის საზომი მოწყობილობები.
-
-
დასაბუთება: მთავარი მწვრთნელის მოთხოვნის საფუძველზე შეძენილი ტექნიკა იძლევა საშუალებას, ციფრულ და ვიზუალურ ჭრილში გაანალიზდეს თითოეული გასროლის დინამიკა, რაც აუცილებელია ტექნიკური შეცდომების დროული კორექციისა და მაღალი შედეგიანობის უზრუნველსაყოფად.
დანართი 6: საპროექტო განაცხადი №6
-
პროექტის დასახელება: ინსტიტუციური, სამართლებრივი და ფინანსური რისკების მართვა
-
შესაბამისობა სტრატეგიასთან: 7-წლიანი სტრატეგიული გეგმის კარგი მმართველობისა (Good Governance) და ინსტიტუციური მდგრადობის მიზანი
-
პასუხისმგებელი პირი: გენერალური მდივანი / იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში მენეჯერები
-
პროექტის მიზანი: ფედერაციის სამართლებრივი, ფინანსური და რეპუტაციული ინტერესების დაცვა მესამე პირების (მათ შორის, რეგიონული კლუბების) სახელით ტენდერებსა და სავაჭრო პროცედურებში მონაწილეობის შეზღუდვის გზით.
-
მოთხოვნილი ღონისძიებები და რეგულაციები:
-
ფედერაციის სრული დისტანცირება მესამე მხარის შესყიდვებიდან;
-
კლუბების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და მათი მომზადება ავტონომიური სამეურნეო საქმიანობისთვის;
-
ფედერაციის საბიუჯეტო რესურსების მიმართული გამოყენების მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.
-
-
დასაბუთება: მესამე პირთა სახელით სახელმწიფო ან კერძო შესყიდვებში ჩართულობა წარმოშობს არსებით სამართლებრივ, საგადასახადო, ფინანსურ და რეპუტაციულ რისკებს, რაც ეწინააღმდეგება ფედერაციის არაკომერციულ წესდებასა და 7-წლიანი სტრატეგიით აღებულ ვალდებულებებს.
განმარტებითი ბარათი
„სპორტული ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის პროექტული შესყიდვებისა და განაწილების შესახებ“ დებულებაში ტენდერებში მონაწილეობის შეზღუდვის მუხლის შეტანის თაობაზე
ადრესატი: საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის გამგეობა / პრეზიდენტი
ავტორი: საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი
1. ზოგადი მიმოხილვა
წინამდებარე განმარტებითი ბარათი წარმოდგენილია ფედერაციის მიერ ინვენტარისა და აღჭურვილობის შესყიდვების პროცესში კარგი მმართველობის (Good Governance) პრინციპების დანერგვისა და ინსტიტუციური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
დებულებაში მკაფიოდ განისაზღვრა პოზიცია, რომლის თანახმადაც ფედერაცია უარს ამბობს ტენდერებსა და შესყიდვების პროცესებში მონაწილეობაზე მესამე პირების — მათ შორის, რეგიონული თუ ადგილობრივი კლუბების — ინტერესებიდან გამომდინარე და არა საკუთარი სტრატეგიული საჭიროებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება კომპლექსურ რისკ-ანალიზს, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:
2. რისკების კომპლექსური ანალიზი
ა) სამართლებრივი რისკები
-
სახელშეკრულებო პასუხისმგებლობა: ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე ყველა სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულება ეკისრება ფედერაციას და არა ბენეფიციარ კლუბს.
-
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა: მიწოდების ვადების დარღვევის, ინვენტარის უხარისხობის ან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირდაპირი ფინანსური და მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება ფედერაციას.
-
საგადასახადო ვალდებულებები: მესამე პირებისთვის ინვენტარის შესყიდვისა და შემდგომი გადაცემის/რეალიზაციის ოპერაციებმა შესაძლოა წარმოშვას დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები (მაგ. დღგ, მოგების გადასახადი), რაც დაუმძიმებს ბიუჯეტს ფედერაციას.
-
კონფლიქტი წესდებით განსაზღვრულ მიზნებთან: მესამე პირთა სასარგებლოდ შესყიდვების სისტემურ ხასიათზე გადაყვანამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ფედერაციის, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი.
-
სამართლებრივი დავები: ნებისმიერ დავაში მომწოდებლებთან, შემსყიდველებთან თუ კლუბებთან მოპასუხე/მოსარჩელე მხარე გახდება უშუალოდ ფედერაცია.
ბ) ფინანსური რისკები
-
ფინანსური რესურსების საბანკო დაბლოკვა: სატენდერო გარანტიებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების გამოყოფა იწვევს ფედერაციის საბრუნავი სახსრების დროებით გაყინვას.
-
ანგარიშსწორების შეფერხება: არსებობს კლუბის მხრიდან შესაბამისი თანხების დაგვიანებით ან არასრულად გადახდის რეალური რისკი.
-
გაუთვალისწინებელი საოპერაციო ხარჯები: ლოჯისტიკის, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და საბანკო მომსახურების ხარჯები ხშირად აწვება ფედერაციას.
-
პირგასამტეხლოები და ჯარიმები: ხელშეკრულების პირობების მცირედი დარღვევის შემთხვევაშიც კი, ჯარიმები ჩამოიჭრება ფედერაციის საბანკო ანგარიშებიდან.
გ) რეპუტაციული რისკები
-
ნდობის ინდექსის შემცირება: პროექტის შეფერხების ან წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში ილახება ფედერაციის, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი.
-
მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება: ცალკეული კლუბების სახელით ტენდერში შესვლამ შესაძლოა გააჩინოს ბრალდებები სხვებთან შედარებით პრივილეგირებული პირობების შექმნის შესახებ.
-
დომინოს ეფექტი: პრეცედენტის შექმნა გამოიწვევს სხვა კლუბების მხრიდან ანალოგიური მოთხოვნების ნაკადს, რომელთა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა რთული იქნება.
დ) მმართველობითი და ორგანიზაციული რისკები
-
რესურსების დივერსია: ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების გადატანა ფედერაციის ძირითადი სტრატეგიული მიზნებიდან მეორეხარისხოვან საოპერაციო პროცესებზე.
-
ადმინისტრაციული გადატვირთვა: ფედერაციის აპარატისა და ხელმძღვანელობის დამატებითი ბიუროკრატიული დატვირთვა.
-
ინტერესთა კონფლიქტი: იქმნება ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც ფედერაცია ერთდროულად გვევლინება სპორტის განვითარების მარეგულირებელ ორგანოდ და კონკრეტული კლუბის კომერციულ/სამეურნეო აგენტად.
3. დასკვნა და რეკომენდაცია
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დებულებაში შესაბამისი შეზღუდვის დაწესება წარმოადგენს გონივრულ, პასუხისმგებლიან და კარგი მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომას.
ეს მოდელი სრულად იცავს ფედერაციის ფინანსურ მდგრადობას, სამართლებრივ უსაფრთხოებასა და მაღალ რეპუტაციას, ხოლო კლუბებთან ურთიერთობას გადაიყვანს ჯანსაღ, სტრატეგიულად დასაბუთებულ საპროექტო-საბრანტო და რანგირებულ მხარდაჭერის ფორმატზე.