საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის მისია მშვილდოსნობის ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა, რათა შექმნას ისეთი გარემო, სადაც:
ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს სპორტში;
კლუბები ფუნქციონირებენ სტანდარტების, მხარდაჭერისა და შეფასების სისტემით;
სპორტსმენები ვითარდებიან თანამედროვე მეთოდებით;
მაღალი მიღწევების სპორტი უზრუნველყოფს სპორტსმენების პროგრესს ახალგაზრდობიდან ეროვნული ნაკრების დონემდე;
მმართველობა ეფუძნება გამჭვირვალობას, ეფექტურობასა და საერთაშორისო სტანდარტებს.
ჩვენი ხედვა
2032 წლისთვის საქართველოს მშვილდოსნობა იქნება:
გაძლიერებული კლუბების ქსელზე დაფუძნებული სპორტი;
მასობრივი მონაწილეობით მდგრადი და ზრდადი სისტემა;
სრულად მოდერნიზებული ინფრასტრუქტურის მქონე გარემო, შესაბამისი სასროლეთებითა და სასწავლო სივრცეებით;
საერთაშორისო სტანდარტებით მართულ ორგანიზაციად აღიარებული ფედერაცია;
ფედერაცია, სადაც პრიორიტეტია: ინკლუზიური განვითარება და პარამშვილდოსნობის მხარდაჭერა;
სამსაფეხურიანი სისტემით მომუშავე, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით, რომელიც ნაკრების წევრებსა და კანდიდატებს ამზადებს საერთაშორისო დონის კონკურენტულ სპორტსმენებად, ხოლო ახალ ტალანტებს არჩევს, ავითარებს და აძლევს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების რეალურ შანსს.
განვითარების სტრატეგია (2025–2032წ.): 12 ძირითადი მიზანი