მწუხარებით ვემშვიდობებით საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს
August 27, 2026
ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, აჭარაში მშვილდოსნობის ერთ-ერთ ფუძემდებელს და არაერთი თაობის აღმზრდელს, ამირან შოუას.
იგი იყო ადამიანი, რომელმაც ცხოვრების მნშვნელოვანი ნაწილი სპორტს, ახალგაზრდების აღზრდასა და მშვილდოსნობის განვითარებას მიუძღვნა. მან არაერთ სპორტსმენს გაუკვალა გზა დიდ სპორტულ სარბიელზე და ღირსეული კვალი დატოვა აჭარის სპორტის ისტორიაში.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ აჭარის სპორტულ საზოგადოებას.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული
ფედერაციის პრეზიდენტი
სიმონ ნოზაძე