2026 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი
July 22, 2026
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს გაიმართა საკვალიფიკაციო რაუნდი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
- 18 წლამდე გოგონები: ანა ბოლოკაძე, ელენიკა ეფრემიძე და თიკა შავაძე;
- 18 წლამდე ვაჟები: დავითი ბასილაძე, თემურ დავითაძე და სანდრო ცინცაძე;
- 21 წლამდე (კომპაუნდი) გოგონები: თამთა ნავერიანი.
მწვრთნელები:
- ან ჰიუნგსეუნგი – მთავარი მწვრთნელი;
- გურამ ბასილაძე და გიორგი მაკიევი – დამხმარე მწვრთნელები.
საღამოს სესიაში 18-წლამდელ გოგონათა გუნდი ასპარეზობას პირველივე 1/8-ფინალში გამოეთიშა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა.
18-წლამდელ ვაჟთა გუნდმა ასპარეზობა 1/8-ფინალიდან დაიწყო და ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე, 1/4-ფინალში, ისინი „AIN“-ის (ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენების) გუნდთან დამარცხდნენ.
ჩემპიონატის მეორე დღის დილის სესიაში, საკვალიფიკაციო რაუნდის შედეგების მიხედვით, შერეულ წყვილში იასპარეზეს ანა ბოლოკაძემ და დავით ბასილაძემ.
ქართველმა სპორტსმენებმა:
- 1/12-ფინალში დაამარცხეს ესტონეთის ნაკრები;
- 1/8-ფინალში გაიმარჯვეს უკრაინის ნაკრებთან;
- 1/4-ფინალში სძლიეს „AIN“-ის (ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენების) გუნდს.
ნახევარფინალში ისინი გერმანიის ნაკრებთან დამარცხდნენ. 24 ივლისს კი ბრინჯაოს მედლისთვის იტალიის თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს წარმატებას და ბრინჯაოს მედლის მოპოვებას!