ჰუნდაის მსოფლიო თასის IV ეტაპი
July 09, 2026
ესპანეთის ქ.მადრიდში გრძელდება მშვილდოსნობაში ჰუნდაის მსოფლიო თასის IV ეტაპი.
საქართველოს მშვილდოსნები ქ. მადრიდში ჩავიდნენ 5 ივლისს შემდეგი შემადგენლობით:
- კაცები- მაჭავარიანი ალექსანდრე, ბასილაძე ანრი (მონაწილეთა რაოდენობა 115;
- ქალები- გვინჩიძე მედეა, არჩვაძე გვანცა (მონაწილეთა რაოდენობა 92).
გუნდის ხელმძღვანელი ფედერფციის მთავარი მწვრთნელი ან ჰიუნგსეუნგი.
კლასიკური მშვილდის კატეგორიაში, რომელშიც მონაწილებდნენ საქართველოს სპორტსმენები, შეჯიბრებები დაიწყო 8 ოვლისს.
სამწუხაროდ ჩვენმა სამმა მშბილდოსანმა (ალესანდერე მაჭავარიანი, ანრი ბასილაძე და მედეა გვინჩიძე) პირველ დღესვე დაასრულს შეჯიბრება: საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ 1/48 ფინალში წააგეს თავისი შეხვედრები ალექსანდრე მაჭავარიანმა და მედეა გვინჩიძემ. გვანცა არჩვაძემ კი 1/48 ფინალის გადალახვის შემდეგ, დათმო 1/24 ფინალი.
ანრი ბასილაძე საკვალიფიკაციო რაუნდის შედეგით ვერ მოხვდა ე.წ.ოლიმპიურ რაუნდში. ასევე, ვერ მოხვდა ოლიმპიუირ რაუნდში შერეული გუნდიც (მონაწილეობდა 32 გუნდი).
საქართველოს სპორტსმენებმა დაასრულეს ეს შეიჯიბრება შემდეგი შედეგებით:
- მაჭავარიანი ალექსანდრე 59 ადგილი;
- ბასილაძე ანრი 115 ადგილი;
- არჩვაძე გვანცა 49 ადგილი;
- გვინჩიძე მედეა 91 ადგილი.
- შერეული გუნდი 26 ადგილი.
შეჯიბრება დასრულდება 13 ივლისს.
ტექნიკური შედეგების ნახვა შეგიძლიათ „იანსეოს“-ს ვებგვერდზე: https://www.ianseo.net