ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის
June 18, 2026
ბათუმში მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“. კონფერენცია საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.მშვილდოსნობის ფედერაციიდან მონაწილეობდა აიდა მეჟევიძე, რომელსაც გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.
მომხსენებლები:
-
პროფ. ირი დოსტალი, MD, PHD პროფესორი, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი; სპორტული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი; ჩეხეთის ოლიმპიური კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
-
იან კერნიცა, MGR, PHD სპორტის მეცნიერი, კინესიოლოგიის ფილოსოფიის დოქტორი, და მაღალი მიღწევების მცველობის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა მოდერატორი: პროფ. ირი დოსტალი, MD, PHD
-
ბენჟამინ აარონ სეი, MSC მეცნიერებათა მაგისტრი, სპორტული მედიცინის სპეციალისტი; აკადემიის წამყვანი ფიზიოთერაპევტი, Manchester City FC, მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
-
ალესანდრო დე პაული სპორტის მეცნიერი; კინესიოლოგის, ძალისა და კონდიციების სპეციალისტი, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი, Tecnobody S.P.A. ეინე, იტალია მოდერატორი: პროფ. ვალერი ახალაძე, MD, PHD
-
პროფ. ალბერტ გუზმანი, MD, PHD ორთოპედიული ცენტრის Medic-Center cno მთავარი ექიმი, ოლიმპიური სპორტსმენების სამედიცინო მრჩეველი, ნიურნბერგი, გერმანია
-
პროფ. მეჰმეტ ბინეტი, MD, PHD ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის პროფესორი, Acibadem Health Group Ankara Hospital, UEFA-ს სამედიცინო კომიტეტის წევრი, FIFA-ს ტურნირების სამედიცინო ოფიცერი, ანკარა, თურქეთი მოდერატორი: პროფ. ირი დოსტალი, MD, PHD
-
ილანა კოენი, PT ფიზიოთერაპევტი და BTL-ის კლინიკური სპეციალისტი, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
