შეკრების დაფინანსების შესახებ
May 05, 2026
სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ორგანიზაციების დაფინანსების წესის შესახებ საქართველოს სპორტის მინისტრის 16/10/2025 წლის #00054620 ბრძანების მიხედვით
I. დაფინანსების გაცემ
საქართველოს სპორტის მინისტრის მიერ 2026 წლის 16 ოქტომებრს მიღებულ იქნა ბრძანება #00054620 (შედმგომში - „ბრძანება“), რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ორგანიზაციების დაფინანსების წესს (შედმგომში - „დაფინანსების წესი“) და რომლის დაცვაც სავალდებულოა ყველა ასეთი ორგანიზაციისთვის.
მოგეხსენებათ ა(ა)იპ საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციაც სამინისტროს მიერ აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციათა რიცხვში შედის და იგი ფინანსდება სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან. ფედერაციის მიერ ყოველ კონრეტული ღონისძიებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების უსაფრთხო და დროული მიღებისთვის აუცილებელია დაცული იქნეს „ბრძანებით“ განსაზღვრული „დაფინანსების წესი“.
დაფინანსების წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით „სპორტული ორგანიზაცია წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებ(ებ)ის დაფინანსებისათვის, ამ წესის დანართი №2-ით დადგენილი ნორმების შესაბამისად სამინისტროში წარადგენს წერილობით მოთხოვნას ღონისძიების დაწყებამდე არანაკლებ 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღით ადრე, რაც გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის, დაფინანსების თხოვნის დაკმაყოფილების (ან არდაკმაყოფილების), თანხის გადარიცხვისა და სხვა ადმინისტრაციული/ფინანსური ღონისძიებებისათვის საჭირო პროცედურებისა და ქმედებების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადას (აღნიშნული არ ვრცელდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებზე).“
იმის გათვალისიწინებით, რომ ეს მოხსენებითი ბარათი ეხება საქართველოში ჩასატაარებელ ღონისძიებებს (ტურნირებს, შეკრებებს) ყურადღებას გავამახვილებთ დაფინასნების წესის დანართი N2-ის მე-4 და მე-12 ნაწილებზე.
დაფინანსების წესის დანართი N2-ის მე-4 ნაწილის მიხედვით „საქართველოში გასამართი ღონისძიების დასაფინანსებლად სპორტულმა ორგანიზაციამ სამინისტროში უნდა წარმოადგინოს წერილი, რომელსაც უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ეროვნული შეჯიბრების შემთხვევაში, სპორტული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული დებულება ან რეგლამენტი;
ბ) საქართველოში გასამართი საერთაშორისო ღონისძიების შემთხვევაში - შესაბამისი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ან/და ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ დამტკიცებული დებულება ან რეგლამენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, ქართულად ნათარგმნი);
გ) საწვრთნელი შეკრების შემთხვევაში - მონაწილეთა სია, ფოტოსურათებითა და პირადი ნომრებით(ზოგიერთი სახეობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით შესაძლებელია დაფინანსების მოთხოვნისას წარმოდგენილი იყოს მონაწილეთა ზუსტ ციფრთან მიახლოებითი რაოდენობა და სავარაუდო გაფართოებული შემადგენლობა, ხოლო საბოლოო დაზუსტებული მონაცემები ფოტოსურათებითა და პირადი ნომრებით წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებით ღონისძიების დაწყებამდე არანაკლებ 48 (ორმოცდარვა) საათით ადრე);
დ) ხარჯთაღრიცხვა (წესის №1 დანართის - ხელშეკრულების №1-2 დანართის შესაბამისად) და ამასთან:
დ.ა) შეკრების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს იმ სასტუმროს, საწვრთნელი ბაზის თუ სხვა ობიექტის დასახელება და მისამართი, რომელშიც უნდა დაბინავდნენ შეკრების მონაწილეები;
დ.ბ) სასტუმროს შერჩევასთან დაკავშირებით სპორტული ორგანიზაციის მხრიდან წარმოდგენილ უნდა იქნეს მათ მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის (არანაკლებ 3 მონაწილით) შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მაგ. ინვოისი, მიმოწერა, სასტუმროების მომსახურებასთან დაკავშირებული შესაბამისი ვებ-გვერდ(ებ)იდან ამოღებული ინფორმაცია და სხვ).
დაფინანსების წესის დანართი N2-ის მე-12 პუნქტის მიხედვით: “სასწავლო საწვრთნელი შეკრების ან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის დაფინანსების მოთხოვნისას წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ნაკრები გუნდის მწვრთნელის ან გუნდის მენეჯერის მოხსენებითი ბარათი სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელზე, სადაც განმარტებული იქნება აღნიშნული ღონისძიების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზანშეწონილობა და მნიშვნელობა.”
სპორტული ორგანიზაციის მიერ ზემოთჩამოთვლილი ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს სამინისტროს მხრიდან დაფინანსების გაცემაზე ხარვეზის დადგენის ან სრულად უარის თქმის საფუძველს. ფორსმაჟორში დაგეგმილი საწრვთნელო შეკრებების დროს ფედერაციის ოფისს რჩება ერთადერთი გზა გააკეთოს წინასწარი წერილობითი ინფორმირება სამინისტროში, თუმცა მოცემული დოკუმენტაციის ოფისისთვის დაგვიანებით წარდგენა თავისთავად ავადებს დაფინანსების დროული მიღების შესაძლებლობას.