🏹 მშვილდოსნობის ფედერაცია სპორტში ინოვაციური ნეიროტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს
May 01, 2026
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია აგრძელებს 7-წლიანი განვითარების სტრატეგიის იმპლემენტაციას და სპორტულ მენეჯმენტში თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების ინტეგრირებას.
ამ მიზნით, შედგა ფედერაციის გენერალური მდივნის, მეც.დოქტორ ბესიკ ობოლაძის მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა ნეიროფსიქომოდულაციის ცენტრში, (შენიშვნა: ინფორმაცია ნეიროფსიქომოდულაციის ცენტრის შესახებ იხილეთ : https://www.facebook.com/
თანამშრომლობის ფარგლებში განხილულ იქნა ნეიროფსიქომოდულაციის ცენტრის შესაძლებლობების გამოყენება ,,ფედერაციის განვითარების სტრატეგიის (2025-2032)" ისეთი ამოცანების გადაწყვეტაში, როგორციცაა:
-
მეცნიერული სელექცია: ნეირო-ტესტირების მეშვეობით იმ მოზარდების გამოვლენა, რომლებსაც აქვთ მშვილდოსნობისთვის საჭირო ბუნებრივი ფსიქო-ფიზიოლოგიური მონაცემები.
-
კონცენტრაციის მართვა: სპორტსმენების მომზადება ბიოუკუკავშირის (Biofeedback) მეთოდით, რაც მათ ეხმარება სტრესულ სიტუაციებში ემოციური ფონისა და ფოკუსის მართვაში.
-
მონაცემთა ანალიზი: სპორტსმენების ნეიროფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა, რაც მწვრთნელებს ინდივიდუალური წვრთნის გეგმის შედგენაში დაეხმარება.
„ჩვენი მიზანია, მშვილდოსნობის განვითარების 7-წლიანი სტრატეგია დაეფუძნოს არა მხოლოდ ფიზიკურ და ტექნიკურ წვრთნას, არამედ ზუსტ მეცნიერებას. ნეიროფსიქომოდულაციის ცენტრთან პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს, ქართველ სპორტსმენებს შევუქმნათ ისეთივე ტექნოლოგიური უპირატესობა, როგორიც მსოფლიოს წამყვან ნაკრებებს აქვთ,“ — აღინიშნა შეხვედრაზე.
მემორანდუმის გაფორმება უახლოეს მომავალში იგეგმება, რაც მშვილდოსნობის ფედერაციის ოფისის მიერ შემუშავებული ინსტიტუციური რეფორმის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი იქნება.
ნეირომოდულაციის ცენტრის ვებ გვერდი: npmc.ge