მოსაწვევი გამგეობის სხდომაზე
April 15, 2026
გაცნობებთ, რომ 2026 წლის 18 აპრილს, 12:00 საათზე, გაიმართება
ფედერაციის გამგეობის სხდომა.
სხდომის ადგილი: ფედერაციის ოფისი, მის: საქართველო, შპს ,,დიდუბე პლაზა".
თბილისი. სტანისლავსკის ქუჩა N 5 საფოსტო ინდექსი 0119;
სხდომის ფორმატი: ფიზიკური დასწრება
სხდომის დღის წესრიგი:
1. სტრატეგიული გეგმის ამოქმედების სამოქმედო სქემა
• 7-წლიანი სტრატეგიის 12 პრიორიტეტული მიმართულების განაწილება პასუხისმგებელ პირებზე;
• სტრატეგიული მიზნების შესაბამისობა მიმდინარე რესურსებთან;
მომხსენებელი: სიმონ ნოზაძე; ბესიკ ობოლაძე.
2. 2026 წლის სპორტული კალენდრის დამტკიცება
• შიდა ტურნირების, საერთაშორისო მივლინებებისა და საწვრთნელი შეკრებების გრაფიკის საბოლოო შეჯერება;
მომხსენებელი : სიმონ ნოზაძე; სალომე გორგოძე, არტემ სანიშვილი
3. ფუნქციური კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა
• სამსაჯო კომიტეტი;
• სამწვრთნელო კომიტეტი;
• საშეჯიბრო - ტექნიკური კომიტეტი; • სადისციპლინო კომიტეტი.
მომხსენებელი" სიმონ ნოზაძე
4. ადმინისტრაციული რეგლამენტის დამტკიცება (პროცესების მართვის წესი)
• ტურნირებისა და შეკრებების ორგანიზების შიდა რეგულაცია: დაგეგმვა, ხარჯთაღრიცხვა, სამინისტროში წარსადგენი დოკუმენტაციის პაკეტი და ვადები.
• პასუხისმგებლობების განაწილება ოფისსა და სამწვრთნელო შტაბს შორის.
მომხსენებელი: ბესიკ ობოლაძე; სალომე გორგოძე
5. ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია და ანალიტიკური მოდელი
• 2023-2026 წლების სპორტსმენთა მონაცემების ანალიზი (დიაგრამები, გრაფიკები).
• მათემატიკური ფორმულებით გაანალიზებული პროგრესის ინდიკატორები.
• პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობები საწვრთნო პროცესში;
• პლატფორმის გამოყენება ფედერაციის ოფისის მიერ მონიტორინგისთვის.
მომხსენებელი: ბესიკ ობოლაძე
6. ნაკრების წევრების შერჩევის ახალი წესის დამტკიცება
• ციფრულ პლატფორმასა და ექსპერტთა შეჯერებულ ინდიკატორებზე დაფუძნებული სელექციის მოდელის ლეგიტიმაცია.
მომხსენებელი: ბესიკ ობოლაძე
7. ფინანსური მართვა და ბუღალტერია
• ინფორმაცია გადაბარების პროცესის შეფერხების შესახებ (საწყისი ნაშთების პრობლემა).
• გამგეობის გადაწყვეტილება ძველ ბუღალტერიასთან ანგარიშსწორების/დოკუმენტაციის მოთხოვნის ვადებზე.
მომხსენებელი: ბესიკ ობოლაძე; ლია ცირღილაძე
8. I კვარტლის ანგარიში და მიმდინარე საკითხები
• ფედერაციაში არსებული მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა.
• სხვადასხვა (ინფრასტრუქტურული და რეგიონული საკითხები).
მომხსენებელი: ბესიკ ობოლაძე