ევროპული მშვილდოსნობის (WAE)მმართველ ორგანოს საქართველოს მშვილდოსნობის განვითარების 7 წლიანი გეგმა და პარტნიორობის სტრატეგიული ინიციატივები წარედგინა.
November 01, 2026
მ.წ.30 ოქტომბერს ევროპული მშვილდოსნობის ( World Archery Europ- WAE) უმაღლესი მმართველი ორგანოს, აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board) სხდომაზე(პილა-ლარნაკა, კვიპროსი), რომელსაც WAE-ს პრეზიდენტი ხაკან ჩაკიროგლუ უძღვებოდა, მოხსენება გააკეთა საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა ბესიკ ობოლაძემ. მან ევროპული მშვილდოსნობის მმართველ ორგანოს დეტალურად გააცნო საქართველოს მშვილდოსნობის განვითარების 7 წლიანი სტრატეგია.მოხსენებაში აღინიშნა, რომ ახალი სტრატეგიის რეალიზაციის პროცესში ქართული მშვილდოსნობა გადის სპორტული მმართველობის ტრანსფორმაციულ ეტაპს-გადადის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამეცნიერო ჩარჩოზე, რომელიც სრულად შეესაბამება WA-ის სტანდარტებს. WAE-თან პარტნიორობის ფარგლებში ფედერაციის გენერალურმა მდივანმა წამოაყენა სტრატეგიული ინიციატივები:1) საქართველო პოზიციონირდეს, რიგორც სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ერთ- ერთი ცენტრალური ჰაბი მშვილდოსნობაში; 2) ევროპული ტურნირების მასპინძლობა-დაფიქსირდა რომ კი საქართველო ოფიციალურად გამოხატავს მზადყოფნას, შეიტანოს განაცხადი ევროპის ახალგაზრდული თასისა და ევროპის გრან-პრის ეტაპების ბათუმსა და თბილის ჩასატარებლად;3) WAE-ის რეგიონალური საგანმანათლებლო ცენტრი: გაკეთდა შეთავაზება WAE-ის ეგიდით საქართველოში დაფუძნდეს რეგიონალური საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ჩატარდება საერთაშორისო ლიცენზირებული კურსები მწვრთნელებისა მსაჯებისათვის.4) ერთობლივი საწვრთნო შეკრებები: საქართველო იწვევს ევროპულ ფედერაციებს ერთობლივი წინასაშეჯიბრო შეკრებების ჩასატარებლად, რაც ხელს შეუწყობს გამიცდილების გაზიარებასა და მაღალი დონის სპარინგ პრაქტიკას.ევროპული მშვილდოსნობის მმართველი ორგანოსა და მისი პრეზიდენტის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველის მშვილდოსნობის განვითარების 7 წლიან სტრატეგიაში ჩამოყალიბებული მისია და ხედვა.აღინიშნა, რომ ევროპული მშვილდოსნობის მმართველი ორგანოს მხრიდან განხილულ იქნება საქართველის ნშვილდოსნობის სტრატეგიული ინიციატივები WAE- თან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
მსოაფლიო მშვილდოსნობა ევროპის აღმასრულებელი გამგეობის წევრები:
- ხაკან ჩაკიროგლუ (თურქეთი) -პრზიდენტი (თავმჯდომარე)
- იორგ ბროკამპი (გერმანია)-ვიცე - პრეზიდენტი (წევრი)
- არნოუდ სტრუბისი (ჰოლანდია)- წევრი
- რიფაატ ჩაბოუკი (ესპანეთი)-წევრი
- ჰილდა გიბსონი (დიდი ბრიტანეთი) - წევრი
- დარკო ვიდლი (ხორვატია)-წევრი
- ვიქტორია კოვალი (უკრაინა)- წევრი
- მარია შალაბი (სლოვენია)-წევრი
- ევა კატრინ ტესენი (ნორვეგია)- გენერალური მდივანი
- ბატუჰან იასარი (თურქეთი) - გენერალური მდივნის მოადგილე
სხდომაში მონაწილეობდა აღმასრულებელი მენეჯერი - არტემ სანიშვილი


