საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი კვიპროსში
October 28, 2026
საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ბესიკ ობოლაძე აღმასრულებელ მენეჯერ არტემ სანიშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება კვიპროსში. ვიზიტის მთავარი მიზანია ევროპული მშვილდოსნობის აღმასრულებელი ორგანოს სხდომაში მონაწილეობა, სადაც დაგეგმილია საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პოზიციებისა და სამომავლო პოზიციების წარდგენა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მ.წ. 27 ოქტომბერს კვიპროსის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეას თეოფილაკტუსთან გაიმართა ორმხრივი სამუშაო შეხვედრა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორ ქვეყანას შორის სპორტული თანამშრომლობის ( მშვილდოსნობა) პერსპექტივები: ერთობლივი საწვრთნო ბანაკების ორგანიზების შესაძლებლობები და გამოცდილების გაზიარება მაღალი მიღწევების სპორტისა და ახალგაზრდა რეზერვების მომზადების მიმართულებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას და შეთანხმდა სამომავლი თანამშრომლობის ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში მშვილდოსნობის სპორტის შემდგომ განვითარებას. ვიზიტი გრძელდება