🏆 ისტორიული მწვერვალი ქართულ მშვილდოსნობაში: ალექსანდრე მაჭავარიანმა საქართველოს ახალი ეროვნული რეკორდი დაამყარა — 677 ქულა!
October 25, 2026
თბილისი, 2026 წლის 24 ოქტომბერი — ქართული მშვილდოსნობის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. „ქეთევან ლოსაბერიძის თასზე“ კაცთა შორის 70-მეტრიან ოლიმპიურ დისტანციაზე ალექსანდრე მაჭავარიანმა 677 ქულა დააფიქსირა და საქართველოს ეროვნული რეკორდი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა!
სტაბილური პროგრესი და რეკორდების ქრონოლოგია
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ალექსანდრე მაჭავარიანის მიერ ნაჩვენები შედეგები მოწმობს სპორტსმენის განსაკუთრებულ სპორტულ ფორმასა და მომზადების მეთოდოლოგიის მაღალ ეფექტურობას:
-
სექტემბრის რეკორდი (ბათუმი): 23 სექტემბერს, ბათუმის ტურნირზე (საქართველოს თასის მე-3 ეტაპი), ალექსანდრემ 670 ქულით (337 + 333) დაამყარა ეროვნული რეკორდი.
-
შიდა ტესტირების მწვერვალი: 22 ოქტომბერს, ეროვნული ნაკრების ოფიციალურ შესარჩევ ტესტირებაზე (ოფიციალური მსაჯობის პირობებში), მან 673-ქულიანი ზღვარი გადალახა.
-
ოფიციალური ეროვნული რეკორდი (24 ოქტომბერი): „ქეთევან ლოსაბერიძის თასზე“ 677 ქულის დაფიქსირებით ალექსანდრემ ოფიციალურ კალენდარულ ტურნირზე ეროვნული რეკორდი კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ასწია.
ახალი ნიშნული საერთაშორისო ასპარეზზე
677-ქულიანი მაჩვენებელი არა მხოლოდ შიდა ჩემპიონატის ტრიუმფია, არამედ სერიოზული განაცხადია მსოფლიო ელიტის უმაღლეს პოზიციებზე. ეს შედეგი ნათლად ადასტურებს, რომ სწორად დაგეგმილი ფიზიკური, ტექნიკური და ფსიქოლოგიური მომზადების ციკლი უზრუნველყოფს შედეგების უწყვეტ ზრდასა და სროლის რიტმის მაღალ სტაბილურობას.
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია მთელი გულით ულოცავს ალექსანდრე მაჭავარიანს, მის პირველ მწვრთნელს, მის პირად მწვრთნელსა , ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს , სამწვრთნელო შტაბს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!
ვუსურვებთ ალექსანდრეს ამ მზარდი დინამიკის შენარჩუნებას და ახალ საერთაშორისო მწვერვალების დაპყრობას!
აქვე აღვნიშნავთ კიდევ ერთი სპორტსმენის -დეა გვინჩიძის პროგრესს-მ.წ. 22 ოქტომბერს გამართულ ეროვნული ნაკრების შესარჩევ ტესტირებაზე მან დააფიქსირა 652 ქულა და გააუმჯობესა პირადი რეკორდი (644 ქულა), რომელიც დაფიქსირებული ჰქონდა 2024 წლის მაისში (ევროპის ჩემპიონატი, გერმანია)

