საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრები გუნდების კანდიდატთა შესარჩევ ტესტირებებში მონაწილეობის შესახებ
October 14, 2026
რეგულაციები შეგიძლიათ იხილოთ: https://geoarchery.ge/docs/regulations/index.php?dir=რეგულაციები
განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია
განაცხადის ფორმა
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრები გუნდების კანდიდატთა შესარჩევ ტესტირებებში მონაწილეობის შესახებ
1. პირადი ინფორმაცია
-
სახელი და გვარი: ______________________________
____________________ -
დაბადების თარიღი: ______ / ______ / _________
-
ტელეფონის ნომერი: ______________________________
____________________ -
ელექტრონული ფოსტა: ______________________________
____________________
2. მონაწილეობის დისციპლინა და კატეგორია
-
დისციპლინა: [ ] რეკურვი (Recurve)
[ ] კომპაუნდი (Compound)
[ ] სხვა: ____________________
-
კატეგორია: [ ] უფროსები (Senior)
[ ] U21
[ ] U18
[ ] სხვა: ____________________
-
სქესი: [ ] მამაკაცი
[ ] ქალი
3. სპორტული მონაცემები და შედეგები
-
კლუბი / ორგანიზაცია: ______________________________
____________________ -
პირადი მწვრთნელი (სახელი, გვარი): ______________________________
____________________ -
2026 წლის საუკეთესო ოფიციალური შედეგი (ქულა): ___________
-
დისტანცია / რაუნდი: ______________________________
____________________ -
ტურნირის დასახელება, სადაც დაფიქსირდა შედეგი: ______________________________
____________________ -
ტესტირების/ტურნირის ჩატარების თარიღი: _20 ოქტომბერი (ჩამოსვლის თარიღი) ;21-22 ოქტომბერი; (შენიშვნა:ტესტირების მეორე ეტაპი გაიმართება მ.წ ნოემბერში ,ზუსტ თარიღს გაცნობებთ დამატებით)
-
ტურნირის ჩატარების ადგილი: __თბილისი, ფედერაციის ცენტრალური სასროლეთი. მის. თბილისი, ბობ უოლშის ქუჩა N__(შენიშვნა:ფიზიკური ტესტირების სხვა ლოკაციას ადგილზე გაეცნობით)
4. სავალდებულო დადასტურებები და პასუხისმგებლობის დეკლარაცია
(გთხოვთ, აღნიშნოთ შესაბამისი უჯრა [X])
-
[ ] სპორტული პასპორტი: ვადასტურებ, რომ ვფლობ ფედერაციის ოფისის მიერ შემუშავებულ „სპორტულ პასპორტს“ და წარმოვადგენ მას წინამდებარე განაცხადთან ერთად.
-
[ ] უსაფრთხოების ტესტირება: ვადასტურებ, რომ გავლილი მაქვს უსაფრთხოების ტესტირება და ვიცნობ მშვილდოსნობის ვარჯიშისა და შეჯიბრების დროს მოქმედ უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს.
-
[ ] ჯანმრთელობის მდგომარეობა: სრული პასუხისმგებლობით ვადასტურებ, რომ არ მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, ქრონიკული დაავადება ან სამედიცინო უკუჩვენება, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩემს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ტესტირების პროცესში არსებული ფიზიკური და სპეციალური დატვირთვისას. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე სამედიცინო შეზღუდვა, წინასწარ შევატყობინებ ფედერაციას და წარმოვადგენ შესაბამის დოკუმენტაციას.
-
[ ] შესარჩევი ტესტირების დებულება: გავეცანი 2026 წლის 20-21-22 ოქტომბრის, და ნოემბრის შესარჩევი ტესტირებების მთავარი მწვრთნელის მიერ მომზადებულ ოფიციალურ დებულებებს, მესმის მასში განსაზღვრული პროცედურები და ვეთანხმები მითითებულ პირობებს.
-
[ ] სპორტული შედეგების სისწორა: ვადასტურებ, რომ განაცხადში მითითებული სპორტული შედეგები შეესაბამება სინამდვილეს. ფედერაციის მოთხოვნის შემთხვევაში, თანახმა ვარ წარმოვადგინო ოფიციალური შედეგების ოქმი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი.
-
[ ] შერჩევის პროცედურისა და შედეგების ცნობა: ვადასტურებ, რომ გავეცანი გამოქვეყნებულ შესარჩევი ტესტირების პროცედურას, შეფასების კრიტერიუმებსა და ნაკრების შერჩევის წესს. მესმის, რომ საბოლოო შედეგები განისაზღვრება ოფიციალური დებულების შესაბამისად.
5. განაცხადის წარდგენა და ხელმოწერები
ხელმოწერით ვადასტურებ განაცხადში მითითებული მონაცემებისა და დეკლარაციების უტყუარობას:
-
სპორტსმენის ხელმოწერა: ____________________
-
პირადი მწვრთნელის ხელმოწერა: ____________________
-
მშობლის / კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა (არასრულწლოვანის შემთხვევაში): ____________________
განაცხადის შევსების თარიღი: ______ / ______ / 2026 წ.
შენიშვნა:
შევსებული განაცხადი და სპორტული პასპორტი უნდა წარედგინოს საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფისს არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.
დანართი:განმარტება განაცხადზე:
განაცხადის მე- 3 პუნქტის ქვეპუნქტი (2026 წლის საუკეთესო ოფიციალური შედეგი (ქულა) შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით
ოფიციალური საშეჯიბრო შედეგების ობიექტურობისა და გადამოწმების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, გამოყენებულi იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
1. ოფიციალური საშეჯიბრო შედეგების აღიარების ფარგლები
2026 წლის საუკეთესო ოფიციალურ საშეჯიბრო შედეგად აღიარებულ იქნება მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შეჯიბრებებზე დაფიქსირებული ის შედეგები, რომელთა დადასტურებაც შესაძლებელია ოფიციალური საბოლოო შედეგების საფუძველზე.
ა. საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ საქართველოს ჩემპიონატსა და საქართველოს თასის შეჯიბრებებზე დაფიქსირებული შედეგები.
ბ. World Archery-ის მიერ ოფიციალურად ორგანიზებულ ან აღიარებულ მსოფლიო თასისა და მსოფლიო ჩემპიონატების შეჯიბრებებზე დაფიქსირებული შედეგები.
გ. World Archery Europe-ის მიერ ოფიციალურად ორგანიზებულ ევროპის ჩემპიონატზე, ევროპის ახალგაზრდული თასისა და ევროპის გრან-პრის შეჯიბრებებზე დაფიქსირებული შედეგები.
დ. იმ შეჯიბრებებზე დაფიქსირებული შედეგები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული ოფიციალურად აღიარებული შეჯიბრებების ფარგლებში შედის და რომლებშიც მონაწილეობს საქართველოს მშვილდოსნობის ოფიციალური ეროვნული ნაკრები, გარდა რეგიონული ან საკლუბო გუნდების სპორტსმენთა მონაწილეობით გამართული შეჯიბრებებისა.
2. შედეგები, რომლებიც არ ექვემდებარება ოფიციალურ საუკეთესო შედეგად აღიარებას
შედეგები არ უნდა იქნება აღიარებული ოფიციალურ საუკეთესო საშეჯიბრო შედეგად:
ა. რეგიონულ, საკლუბო ან კერძო Open-ტურნირებზე დაფიქსირებული შედეგები, თუ შეუძლებელია შესაბამისი ეროვნული ფედერაციის ან უფლებამოსილი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მათი ოფიციალური დამტკიცების ან აღიარების დადასტურება.
ბ. ამხანაგურ შეჯიბრებებზე, მოწვევით ტურნირებზე, საწვრთნელ შეჯიბრებებზე, საკუთარი ძალებით ჩატარებული შედეგების გაზომვისას და არაოფიციალურ შეფასებით ტესტირებებზე დაფიქსირებული შედეგები.
გ. შედეგები, რომელთა დასადასტურებლად არ არსებობს საკმარისი ობიექტური მტკიცებულებები, მათ შორის ოფიციალური მსაჯების მიერ დადასტურებული დოკუმენტები, შეჯიბრების ოფიციალური შედეგები ან ოფიციალური ქულების უწყისები.
დ. შედეგები, რომელთა ოფიციალური სტატუსის დადასტურება ეფუძნება მხოლოდ შეჯიბრების დასახელებას ან ცალკეული პირის განცხადებას.
აღნიშნული მოთხოვნის მიზანი არ არის რომელიმე კონკრეტული სპორტსმენის ან კლუბის მონაწილეობის შეზღუდვა.
ეს წარმოადგენს აუცილებელ პროცედურულ ზომას ეროვნული ნაკრების შერჩევის პროცესის სანდოობის, ობიექტურობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მომავალში შესაძლო საჩივრებისა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დავების პრევენციის მიზნით.