საქართველოს მშვილდოსან ახალგაზრდა ქალთა ეროვნული ნაკრების სპორტსმენთა შედეგები ესქიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტის (ESTÜ)-ის პროტოტიპირების ცენტრში გაანალიზდა
October 13, 2026
სტატია ნათარგმნია ესქიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ გვერდიდან, ლინკი იხილეთ ქვემოთ.
საქართველოს მშვილდოსან ახალგაზრდა ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები ესქიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტის (ESTÜ) პროტოტიპირების ცენტრს ეწვივნენ და მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო გაზომვებსა და შედეგების ანალიზში, რომლებიც ცენტრის მოწინავე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამოყენებით განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში სპორტსმენების მიერ ნასროლი ისრები მაღალსიჩქარიანი კამერებით დაფიქსირდა, რამაც ისრის ფრენის დინამიკისა და გასროლის მომენტში მისი ქცევის დეტალური შესწავლის საშუალება შექმნა. გარდა ამისა, პროტოტიპირების ცენტრის მოძრაობის აღმბეჭდ (Motion Capture) სტუდიაში ჩატარდა კვლევები სპორტსმენთა სროლის ტექნიკისა და სხეულის მოძრაობის გასაანალიზებლად.
კვლევებში, სადაც ერთდროულად გამოიყენებოდა მაღალსიჩქარიანი ვიდეოგადაღებისა და მოძრაობის აღბეჭდვის ტექნოლოგიები, მოპოვებულ იქნა მონაცემები, რომლებიც სპორტსმენთა ტექნიკური შედეგების მეცნიერული მეთოდებით შეფასების შესაძლებლობას იძლევა. ჩატარებულმა ანალიზებმა ნათლად აჩვენა საინჟინრო ტექნოლოგიების როლი სპორტული შედეგების შეფასებაში და მათი წვლილი ინტერდისციპლინურ კვლევებში.
ესქიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტის პროტოტიპირების ცენტრი, თავისი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურითა და საინჟინრო შესაძლებლობებით, განაგრძობს წვლილის შეტანას კვლევით, განვითარებისა და პრაქტიკულ საქმიანობებში სხვადასხვა დისციპლინაში, განსაკუთრებით კი სპორტის მეცნიერებების მიმართულებით.

.jpeg)

