ვერცხლის მედალი ტაჯიკეთის პრეზიდენტის თასიდან: ციკო ფუტკარაძის წარმატება ხუჯანდში!
October 13, 2026
მიმდინარე წლის 6-10 ოქტომბერს, ტაჯიკეთის ქალაქ ხუჯანდში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თასზე. პრესტიჟულ შეჯიბრებაში მსოფლიოს 9 ქვეყნის 96 სპორტსმენი მონაწილეობდა.
მაღალი კონკურენციის ფონზე წარმატებით იასპარეზეს საქართველოდან, კერძოდ აჭარიდან წარდგენილმა მშვილდოსნებმა, მათ შორის ხელვაჩაურის სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ციკო ფუტკარაძის ბრწყინვალე გამოსვლა. მან უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა და ტურნირიდან ვერცხლის მედალი მოიპოვა!
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციის მილოცვა:
„საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაცია გულითადად ულოცავს ციკო ფუტკარაძეს, მის მწვრთნელებსა და ხელვაჩაურის სპორტულ სკოლას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას!
საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული თითოეული მედალი ჩვენი მშვილდოსნობის განვითარებისა და პოპულარიზაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია. ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების მიღწევებით და ვუსურვებთ მათ ახალ-ახალ მწვერვალებსა და გამარჯვებებს მომავალ ტურნირებზე!“