საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ სიმონ ნოზაძეს, „ხაშურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებას!
September 28, 2026
გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ სიმონ ნოზაძეს, „ხაშურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებას!
გუშინ 26 სექტემბერს გამართულ სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“, მიენიჭა მას ხაშურის საპატიო მოქალაქის წოდება'
ეს აღიარება არის მისი მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობის, მშობლიური კუთხისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლის ლოგიკური დასტური.
ბატონ სიმონს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ახალ წარმატებებს როგორც საზოგადოებრივ საქმიანობაში, ისე ქართული მშვილდოსნობის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში! 🏆🇬🇪