President of the Georgian National Archery Federation, Simon Nozadze, and General Secretary, Besik Oboladze, express their gratitude to World Archery and the World Archery Excellence Centre for supporting the Georgian athlete and organizing an exclusive training camp for the Dakar Youth Olympic Games.
ლოზანა, შვეიცარია / თბილისი, საქართველო
14 სექტემბერი, 2026
გუშინ, 13 სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ჩავიდა ქართველი ახალგაზრდა მშვილდოსანი დავით ბასილაძე პირად მწვრთნელთან, გურამ ბასილაძესთან ერთად. დღეიდან, 14 სექტემბრიდან, ქართველი სპორტსმენი მშვილდოსნობის მსოფლიო ოსტატობის ცენტრში (World Archery Excellence Centre) ინტენსიურ საწვრთნელ პროცესს შეუდგა.
აღნიშნული შეკრება მიმართულია დაკარის 2026 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისათვის მაქსიმალურად ეფექტიანი მომზადებისკენ.
ექსკლუზიური შესაძლებლობა და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგი
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია აღმოჩნდა იმ რამდენიმე რჩეულ ფედერაციას შორის, რომელთაც მსოფლიო ფედერაციამ და ოსტატობის ცენტრმა ექსკლუზიური, სრულად დაფინანსებული საწვრთნელი პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მიანიჭეს.
აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვან მიწვევასა და თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, დოქტორ ბესიკ ობოლაძისა და აღმასრულებელი მენეჯერის არტემ სანიშვილის შვეიცარიაში (ლოზანა) ოფიციალური ვიზიტის დროს, სადაც შეხვედრები გაიმართა მსოფლიო მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივანთან და მსოფლიო მშვილდოსნობის ოსტატობის ცენტრის ხელმძღვანელობასთან.
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე და გენერალური მდივანი ბესიკ ობოლაძე განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მსოფლიო მშვილდოსნობის ოსტატობის ცენტრს (World Archery Excellence Centre) გამოჩენილი მხარდაჭერისა და ქართული მშვილდოსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
პროგრამის დაწყების წინაისტორია კი ასეთი იყო:
ოფიციალური მოწვევა / Official Invitation
მსოფლიო ოსტატობის ცენტრის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში ხაზგასმულია პროგრამის ექსკლუზიურობა და მისი სპეციალური მიზნები:
ციტატა წერილიდან:
„გვსურს, მოგიწვიოთ ...., რათა განვიხილოთ სექტემბერში ან ოქტომბერში ლოზანაში სრულად დაფინანსებული სასწავლო-საწვრთნელი შეკრების შესაძლო ჩატარების საკითხი. აღნიშნული შეთავაზება განკუთვნილია მხოლოდ რამდენიმე შერჩეული ქვეყნისთვის და ვრცელდება ექსკლუზიურად იმ სპორტსმენ(ებ)სა და მწვრთნელზე, რომლებიც დაკარის ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრებიან. დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.
გვესმის, რომ მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ სპორტსმენებს აღარ სჭირდებათ დიდი ტექნიკური ცვლილებები. შესაბამისად, პროგრამა ორიენტირებული იქნება მათში თავდაჯერებულობის ამაღლებაზე, მენტალური მომზადების გაძლიერებასა და აღჭურვილობის ზუსტ გამართვა-პარამეტრების გასწორებაზე (ტუნინგზე). მსოფლიო მშვილდოსნობის ოსტატობის ცენტრში (World Archery Excellence Centre) მომუშავე მწვრთნელების გარდა, თქვენს გუნდს ექნება შესაძლებლობა ითანამშრომლოს მწვრთნელ კეუნგ სუ ლითან (KOR).“
In English:
"We would like to invite you for a short call to discuss possibly fully funded training camp in Lausanne in September or October. It is offered for few selected nations only and only for the athlete(s) and coach going to Dakar Olympic Games. You can see more details in the attached file.
We know that close to important competition, athletes do not need anymore big technical changes. Therefor, the program will be focused on giving them confidence, having a stronger mental game and making sure their equipment is well tuned. In addition to the coaches working in World Archery Excellence Centre, your team will have the possibility to work with coach KyeoungSu Lee (KOR)."
პროგრამის შინაარსი და უპირატესობები
როგორც შეკრების ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 2026 წლის დაქარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე კვალიფიცირებული გუნდებისთვის, რათა დაასრულონ მომზადების საბოლოო ეტაპი და დაახვეწონ თავიანთი აღჭურვილობა.
პროგრამა მოიცავს ხუთდღიან ინტენსიურ ვარჯიშსა და 20-საათიან კერძო მწვრთნელობას სამხრეთკორეელ სპეციალისტ რიონგ სუ ლისთან (Kyeoung Su Lee).
პროგრამის ძირითადი უპირატესობებია:
-
20 საათი კერძო მწვრთნელობა
-
ინდივიდუალური ვიდეო ანალიზი და უკუკავშირი
-
აღჭურვილობის გამართვა და რეგულირება (ტუნინგი)
-
ტექნიკური და ოსტატობის უნარების განვითარება
-
ფიზიკური მომზადება და აღდგენა
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია წარმატებას უსურვებს დავით ბასილაძესა და გურამ ბასილაძეს ლოზანის საწვრთნელ შეკრებაზე!